განახლებული მსუბუქი სატვირთოს JAC N Series -ის ტექნოლოგიები

22 აგვისტოს „JAC“-მა მედია კომუნიკაციის კონფერენცია გამართა. მძლავრი, მაღალი ხარისხის მქონე მსუბუქი სატვირთო მანქანები მედია კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა. კონფერენციის მსვლელობისას JAC-მა საკუთარი განახლებული მსუბუქი სატვირთო მანქანები წარადგინა და მათ ღირებულებებსა და გაუმჯობესების გეგმებზე ისაუბრა.

„Anhui Jianghuai Automobile Group“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ში კაირუნგი, ამბობს, რომ თუ „JAC“-ის მსუბუქი ავტომობილები გახდება უფრო დიდი და ძლიერი, ეს მომხმარებელთა ინტერესებს არ შელახავს, რადგან ეს მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებები იქნება, „JAC“-ის ღირებულება კი იგივე დარჩება.

მან თავის ხედვა შემდეგნაირად ახსნა:  “JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანები შექმნილია მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით და პასუხობს მათ მოთხოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ღირებულების შენარჩუნებაა, რაც შეეხება ტექნოგოლიებს, ისინი იხვეწება, ზოგჯერ ფასი იზრდება ან მცირდება, თუმცა, მომხმარებელი ყოველთვის გადაიხდის, თუ ღირებულებას არ დაკარგავ“.  

ივნისისა და ივლისის თვეებში „JAC“-ის მსუბუქი სატვირთოები წარმატებით გაიყიდა (13,214 ერთეული). ივლისის თვეში გაყიდვები 44.83%-ით გაიზარდა გასულ თვესთან შედარებით, ხოლო 11.3%-ით გასულ წელთან შედარებით.

„JAC“-ის უპირატესობა ის არის, რომ ბრენდი უკვე 50 წელია რაც არსებობს, ხოლო მის მიერ წარმოებული მსუბუქი სატვირთოების მომხმარებელთა რიცხვი 3 მილიონს უტოლდება. შესაბამისად, კომპანია კარგად იცნობს ამ ბაზარს და იცის, თუ როგორ შექმნას ღირებულება მოცემულ სექტორში. ამას გარდა, „JAC“ ფლობს R&D ტექნიკურ სისტემას. მძლავრი სატვირთო ავტომობილების მსუბუქი წონა მაღალი მოთხოვნისა და სხვა მწარმოებელთათვის მაღალი კონკურენტული გარემოს შექმნის წინაპირობაა.

დღეისთვის „JAC“-ის მსუბუქი სატვირთოს 115 მოდელი უკვე აღჭურვილია განახლებული მასალითა და ტექნოლოგიებით. მათ შორისაა: მაღალი სიმტკიცის ფოლადი, ალუმინის შენადნობი და სხვა არამეტალური ბუნების მასალები, რომლებიც მანქანის მთლიან წონას ეფექტურად ამცირებენ. მსუბუქი წონა ასევე სატვირთოს „სხეულის“ სტრუქტურის ოპტიმიზაციას გულისხმობს, რაც სატვირთოს რაციონალური დიზაინისა და ფუნქციების ეფექტურად შერწყმაში მდგომარეობს. უფრო მეტიც, „JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანების მასიურ წარმოებაში ლაზერული შედუღების, „ცხელი ჭედვისა“ და ჰიდროფორმირების ტექნიკებიც გამოიყენება.

„JAC“-ის მარკეტინგის გენერალური მენეჯერი, ჟანგ ხიანჰუა, ამბობს, რომ „JAC“-ის მიზანი არა მხოლოდ სატვირთოების მასის შემსუბუქება, არამედ უსაფრთხოების გაძლიერება და ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობესებაცაა.

გარდა ამისა, მსუბუქი სატვირთო ავტომობილების მომხმარებელთა ძირითადი ღირებულებები  კომპოზიციურ ტენდენციას აჩვენებს, ისინი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ფუნქციურ გამართულობაზე, არამედ უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და ინფორმაციულობაზე. ეს „JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანების ინტელექტუალური ქსელის ტექნოლოგიების დანერგვაშიც აისახა.

„JAC“ მსუბუქი სატვირთო მანქანები „Anhui Cummins“-ის ძრავებით აღიჭურვა (მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს „Anhui Cummins“ დაარსდა). „JAC light-truck“ პროდუქტი მალე ინდუსტრიის უმთავრეს ეპიცენტრად იქცევა.

მედია კონფერენციის დღეს მსუბუქი სატვირთოების რამდენიმე მოდელის ტესტირებაც მოხდა: Shuailing Q6, Junling V5, რომლებიც აღჭურვილია „Ankang Power“-ით და Jangling J5 და X5 მოდელები, რომლებიც აღჭურვილია „JAC Power“-ით. ტესტ დრაივმა აჩვენა, რომ “JAC” მომავალში გააფართოებს თავის საბაზრო წილს საშუალო და მაღალი დონის მსუბუქი სატვირთოების ბაზარზე და ასევე აშკარაა, რომ “Ankang Power” სხვა უპირატესობებთან ერთად დიდი საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა.

ემისიის VI ეტაპზე, ინდუსტრიას ცვლილებებთან შეჭიდება მოუწევს, ძრავები კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

“Cummins”-ის დახმარებით “Ankang” არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მქონე რესურსებით უზრუნველყოფს “JAC”-ის მსუბუქ სატვირთოებს, არამედ მომხმარებლებს ახალ ღირებულებებსაც შესთავაზებს.

რაც მთავარია, “Cummins”-ის ახალი, ექსკლუზიური ტექნოლოგიებით “JAC”-ის მსუბუქი სატვირთოების ბრენდის განახლება გარანტირებული იქნება.

“Anhui Cummins”-ის გენერალურმა მმართველმა, ბაი იუანმა, “China Truck Network”-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის ფოკუსირებულია “JAC”-ის მსუბუქი სატვირთოების წარმატებაზე. ერთის მხრივ, ეს არის ავტომობილების განვითარების სრული გეგმა, შესაბამისად “JAC” მომარაგდება “Cummins”-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ხოლო, მეორე მხრივ, პროცესი “Cummins”-ის დიზაინისა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.

ფაქტია, რომ “JAC” და “Cummins” ხანგრძლივ კოოპერაციაში არიან. ამ წელს მოსალოდნელია, რომ “JAC”-ის 50,000 მსუბუქი სატვირთო “Cummins”-ის მიერ წარმოებული ძრავით აღიჭურვოს. სამომავლო მიზანი კი ბაზრის 60%-იანი პენეტრაცია.

მსუბუქი სატვირთო მანქანების ბაზრის მაღალი კონკურენციის პირობებში, “JAC” ორიენტირებულია, ააშენოს ახალი ეკოლოგიური კონსტრუქცია, რომელიც მომხმარებლებს უკეთეს ღირებულებებს შესთავაზებს.

„კაიმაის“-ის ენერგო-ტექნოლოგიის (CAMS) დაფუძნება

„JAC Motors“, „Volkswagen“, „China FAW Group“, და „Star Charge“ ერთობლივ საწარმოს აფუძნებენ, რომელიც უახლესი გონიერი დამუხტვის ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას მოემსახურება.

11 ივლისს, ოთხმა გიგანტმა კომპანიამ: „JAC Motors“, „Volkswagen“, „China FAW Group“, და „Star Charge“,  ერთობლივად „კაიმაის“-ის ენერგო-ტექნოლოგია (CAMS) დააფუძნა, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უახლესი „ინტელექტუალური ეპოქისკენ“ წაუძღვება.

„CAMS“-ის დანიშნულება მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის უნივერსალური პროდუქტის შეთავაზებაა, რომელიც სამიზნე აუდიტორიის გამოცდილებას გააღრმავებს.
პრივატული მომსახურების ველზე, „CAMS“ გონიერ დამმუხტავ კედელს ავითარებს, რომელიც ექსკლუზიურ მომხმარებელთა განსხვავებულ ინტერესებს დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება საჯარო მომსახურებას, „CAMS“ აქტიურად ნერგავს სწრაფ-დამტენ სადგურებს, რომლებიც 360 კვ-იანი დამმუხტავი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სადგურზე ავტომობილის 15 წუთით დამუხტვა 400 კმ-იანი მანძილის შეუფერხებლად დაფარვის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, „CAMS“ აქტიურად იკვლევს სხვადასხვა მოწინავე ტექ-ინოვაციებს, როგორებიცაა: უსადენო დატენვა და რობო-სამყარო.

ამჯერად, „JAC Motors“, „Volkswagen“, „FAW“, და „Star Charge“ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ელექტრომობილებს მოამარაგებენ ენერგიით, არამედ ურთიერთდაკავშირებულ დატენვის ინფრასტრუქტურულ ქსელსაც შექმნიან.

ოთხი ძლიერი კომპანიის გაერთიანებით მიღებული მასშტაბური რესურსების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური ინოვაცია გონიერი დამუხტვის ინდუსტრიასთან დაკავშირდება. ზემოაღნიშნული მოვლენა, გონიერი დამუხტვის ინფრასტრუქტურულ ეკოსისტემას კიდევ უფრო გაამყარებს.

ეს გაერთიანება მწარმოებელთათვისაც და მომხმარებლებისთვისაც სასარგებლო შედეგის მომტანია, რომელიც მიზნად ისახავს, გააგრძელოს ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და შექმნას სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ნებისმიერი ელექტრული მანქანის დატენვის პროცესს მარტივსა და მოსახერხებელს გახდის.

საავტომობილო ინდუსტრია დიდი ცვლილებების გზაგასაყარზეა. შესაბამისად, ის, ვინც პირველი გადაჭრის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, მომავლის საავტომობილო ინდუსტრიის მართვის სადავეებსაც ჩაიგდებს ხელში. ხსენებული ეკოსისტემის შექმნა წარმატების მიღწევის რთული, თუმცა, ეფექტური გზაა.

გონიერი დატენვის ინფრასტრუქტურის განვითარება მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო იმატებს ელექტრო ავტომობილების რაოდენობა, მით უფრო რთულდება მომხმარებელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა. „CAMS“-ის დანიშნულება ჩინეთში მიმდინარე ელექტრიფიკაციის პროცესის სტიმულირება და ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაა.

JAC S4-მა ჩინეთის რალის ჩემპიონატში (CRC) გამარჯვება მოიპოვა

JAC Motors-მა, ახლახანს, ქალაქ ჟანიეში გამართული ჩინეთის რალის ჩემპიონატი (CRC) დაასრულა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, JAC-ის გუნდი ჩინეთის რალის სცენის ლეგენდად იქცა JAC S2-ის დახმარებით. ეს მოდელი, რომელსაცწითელი ზარბაზანიშეარქვეს, ფანებს სწორედ იმ სიჩქარესა და შეგრძნებებს სთავაზობს, რომელსაც რალის ჩემპიონისგან მოელიან

ჟანიეში გატარებული მეექვსე წლისთვის, JAC-ის რალის გუნდმა JAC S4 მათი გუნდის ახალ წევრად წარადგინა. სამი დაძაბული დღის შემდეგ, JAC-ის რალის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა შემცვლელი პილოტის ეროვნულ ნომინაციაში, ასევე მეორე ადგილზე გავიდა S2 მოდელის ჯგუფში, ხოლო S5 მოდელის წარმომადგენლებმა – პირველი ადგილი მოიპოვა. 

სივრცის, ინტელექტის, შესრულებისა და დიზაინის მომგებიანი კომბინაცია, JAC S4-ს ბევრი ახალგაზრდა მომხმარებლის „საოცნებო მანქანად“ აქცევს.    შესანიშნავად ინსტალირებული შასი და საყრდენი მინიმუმამდე ამცირებს მანქანის კორპუსის გადახრას, 1.5 ტურბო ძრავი კი, S4 მოდელს უსწრაფესად აწვდის სიმძლავრეს, რაც, საბოლოოდ, ნებისმიერი ტიპის სავალ გზაზე, მსუბუქ და ენერგიულ მართვას უზრუნველყოფს.

ჟანიეს ჩემპიონატი (CRC) მაყურებელს მსოფლიო დონის რალის შეჯიბრს სთავაზობს, სადაც მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ უმკლავდება JAC Motors-ის ნებისმიერი ავტომობილი დიდ აღმართებს, მაღალ ტემპერატურასა და რთულ რელიეფებს. 

“JAC T8”-მ „Intelligent Network Award“ კიდევ ერთხელ მოიგო

“China Pickup Blue Book”-ის კონფერენცია პეკინში, ავტომობილების მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე არა მხოლოდ პიკაპ-ინდუსტრიის განვითარების შესახებ ისაუბრეს, არამედ იმ საწარმოებზეც, რომელთაც ჩინეთში აღნიშნული ინდუსტრიის განვითარებაში წვლილი შეაქვთ. T8 მოდელი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ინტელექტუალური ქსელის კონფიგურაციების მქონე ავტომობილი. აღნიშნული ავტომობილი ჩინეთის პიკაპ ინდუსტრიისთვის ერთგვარ თამასად იქცა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ტემპის გამო „ჭკვიანი მანქანები“ უკვე ტენდენციურ პროდუქტთა კლასს განეკუთვნება. JAC T8 უმაღლესი ხარისხის ავტომობილს წარმოადგენს, რომელიც ინტელექტუალური ქსელის ტექნოლოგიის, კომფორტულობისა და პრაქტიკულობის გამო, პიკაპების მწარმოებელი კომპანიებისთვის ერთგვარ ეტალონად იქცა. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი თვის გაყიდვების მოცულობაზე დაყრდნობით, 6000 ერთეულოვანი ზრდა შეინიშნება.

უახლესი ტექნოლოგიების პიკაპი ინტელექტუალური დაცვის სისტემითაა აღჭურვილი. „Bosch-“ის მიერ წარმოებული ელექტრონული სტაბილურობის კონტროლის სისტემა – 9.1 ESP, რომლითაც T8 მოდელია აღჭურვილი, მომხმარებლებს ეხმარება, ნებისმიერ დროს განსაზღვრონ მანქანის მდგომარეობა, აკონტროლონ და დაიცვან საკუთარი ავტომობილები პოტენციური საფრთხისაგან. გარდა ამისა, 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აკონტროლონ გარემო, რევერსული მოძრაობისა თუ დაბალი ხილვადობის დროს.

“LDW active yaw warning system” ავტომობილის დაცვის სისტემის ინტელექტუალურ კონფიგურაციას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგალითად, გრძელი და დამღლელი მოგზაურობის დროს, შესაძლებელია, მძღოლმა ყურადღება მოადუნოს, ან გაუთვალისწინებელმა მოვლენამ საფრთხე შეუქმნას გზაზე მყოფს. თუმცა, „LDW active yaw warning system” მცირე გადახრაზეც რეაგირებს და მძღოლს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ამას გარდა, T8 მოდელს ექსკლუზიური „J-ConNet2.0” – ქსელური ინტელექტუალური სისტემა აქვს. მომხმარებელს შეუძლია, ჩამოტვირთოს სმარტფონ აპლიკაცია და საკუთარი ავტომობილი მობილური ტელეფონის გამოყენებით დისტანციურად მართოს. რაც შეეხება სხვა სერვისებს, მოცემული სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ დროს მარტივად და მოსახერხებლად მიიღონ საუკეთესო მომსახურება: იპოვონ ბენზინგამასრთი სადგურები, პარკინგის ადგილები, ავტოსამრეცხაოები და სხვ.

მობილური ტელეფონისა და ავტომობილის დამაკავშირებელი სისტემა სხვადასხვა ოპერაციების მარტივად შესრულების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, მძღოლებს საშუალება აქვთ, განახორციელონ ან მიიღონ სატელეფონო ზარები, მართონ ნავიგაციის სისტემა ხმოვანი კონტროლის სისტემის დახმარებით და სხვ. ეს ყველაფერი მგზავრობის პროცესს მეტად მოსახერხებელსა და უსაფრთხოს გახდის.

გარდა ამისა, პიკაპი – T8 აღჭურვილია მულტი-ფუნქციური საჭით, 8-ინჩიანი მაღალი გარჩევადობის ციფრული LCD ეკრანით, „ჭკვიანი გასაღებით“, საბურავების ცვეთის საკონტროლო სისტემით და სხვ.

T8 მოდელის კიდევ ერთი შედერვი მისი მე-7 თაობის საერთაშორისო “off-road” ტექნოლოგიაა, რომელიც მანქანას მთიან, უსწორმასწორო ზედაპირზე მარტივად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ასევე, საბურავების ელექტრონული მართვის სისტემის გამოყენებით მძღოლს შეუძლია, თავად შეარჩიოს მართვის რეჟიმი საგზაო ზედაპირის გათვალისწინებით. T8 არის პიკაპი, რომელიც არა ერთგვაროვან, მთიან ზედაპირზეც ისევე კარგად მოძრაობს, როგორც გზატკეცილზე.

გარდა ამისა, T8 პიკაპი იყენებს მაღალი ხარისხის მქონე ევროპულ „ოქროს მართვის ტექნოლოგიას“. (2.0 L CTI).  მას მხოლოდ 16 წამი სჭირდება, რათა 100 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს.

T8 დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო ინტელექტუალური ქსელის მქონე პიკაპი!

JAC ადამიანებზე ორიენტირებულ „ჯანსაღ ავტომობილს“ ქმნის.

2019 წლის „China-Automobile Health Index“-ის (C-AHI) მიერ წარმოებული ავტომობილების პირველი გამოშვების წარდგენა პეკინში დაანონსდა. გამოშვების სრული პაკეტი 10 ავტომობილს მოიცავს, რომელთაგან 3 მოდელი ჩინურ ბრენდს წარმოადგენს, 6 მოდელი – ერთობლივ ბრენდებს და ერთი -სხვა ქვეყნებიდან.

JAC S3 1.6 CVT მოდელი წლის სამი ყველაზე გამორჩეული და რეკომენდირებული მანქანიდან ერთ-ერთია. ასევე, აღნიშნული მოდელი „EMR“ სექტორში ერთადერთია, რომელიც 100 ქულით შეფასდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე გაზეთი ( People.cn ) და ჩინეთის ეროვნული სიახლეები ამ პროცესს გამოეხმაურნენ.

ისინი წერენ: “JAC motors ავტომობილების ტექნოლოგიური განვითარების პროცესს აქტიურად შეუერთდა, რაც ამ სფეროს უახლესი ეკოსისტემის შექმნაზე აისახება.”

ბუნებრივი აირის ხარისხი, ბაქტერიები და ალერგენები მანქანის ძრავში, ელექრომაგნიტური რადიაცია და სხვა ტიპის საკითხები, ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. შესაბამისად, მწარმოებლები ცდილობენ, მათი პროდუქტი მომხმარებელთა ინტერესებს მაქსიმალურად ერგებოდეს. ეს შედეგი თანდათან მიიღწევა. ახალი გარემოსა და მოთხოვნების შესაბამისად, „ჩინეთის საავტომობილო ინჟინერიის კვლევითმა ინსტიტუტმა“ „საერთაშორისო საგზაო მედიცინის ასოციაციის“ მხარდაჭერით, “China- Automobile Health Index” შექმნა. ის მიზნად ისახავს, მომხმარებლებისთვის „ჯანსაღი მანქანის“ კონცეფციის არსის მიწოდებას, ასევე, აღნიშნული ტექნოლოგიის პოპულარიზაციასა და მისი მოხმარების წესების გაცნობას. ამავდროულად, “C-AHI” სხვა მწარმოებელ კომპანიებს რესურსების სწორად გადანაწილების სტანდარტებსაც სთავაზობს, რათა მათი პროდუქცია უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გახდეს.

ჯანსაღი საავტომობილო ეკოსისტემის ასპექტში “JAC”-მა აირის ხარისხის კონტროლის სტანდარტის სრული კომპლექტი და იდეალური ინდუსტრიული ჯაჭვის კონტროლის სისტემა დააარსა, რაც წარმოების სტანდარტებისა და ტექნოლოგიური გარემოს განვითარებას ემსახურება.

ჯერ კიდევ 2006 წელს, “JAC”-მა რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად ავტომობილების შიდა დაბინძურების ხარისხის კვლევა ჩაატარა. 2011 წელს „JAC“-მა ოფიციალურად გამოუშვა „In-Car Air Quality Management Measures” – „მანქანის შიგნით არსებული ჰაერის ხარისხის მართვის ზომები“, რომელიც ჰაერის ხარისხის კონტროლსა და სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. საავტომობილო ინდუსტრიაში პირველად, “JAC”-მა “J Health” სისტემა შეიმუშავა, რომლის მიზანს გარემოს დაცვა და მანქანის შიდა აღჭურვილობის დამატებითი წმენდა წარმოადგენდა.

მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით აღჭურვილი S4 მოდელი მანქანის ჯანსაღ შიდა გარემოზე ზრუნავს. მოდელი „Volkswagen“-ისა და „JAC“-ის ერთობლივი პროდუქტია, რომელიც სამგზავრო ავტომობილების კლასში დიდი წარმატებით სარგებლობს, როგორც გაუმჯობესებული ხარისხის მქონე ავტომობილი. S4-ის სტანდარტები სრულად ემთხვევა „Volkswagen“-ის მაღალ სტანდარტებს, რაც კომფორტულ გადაადგილებასა და ავტომობილის სტაბილურ ტექნოლოგიურ მახასიათებლებს მოიცავს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტანდარტები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მწარმოებლების იმავე კლასის მანქანებისა. ასევე, S4 მოდელი გერმანული სტანდარტების მოთხოვნებსაც პასუხობს, რომელიც დამატებით კონტროლს მოიცავს.

S4 მოდელი ზრუნავს მანქანის ჯანსაღ შიდა გარემოზე. ისევე, როგორც წინამორბედი – S3 მოდელი, S4-იც იმ ინოვაციური ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის შიგნითა სივრცის აირში ქიმიკატებისა და დაბინძურების ხარისხს ამცირებს. S4 არის მოწინავე, უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას ემსახურება. ამავდროულად, მოდელი აღჭურვილია ჰაერის გაგრილებისა და გამონაბოლქვის გაფილტვრის სისტემებით, რომელთა საშუალებით ის მარტივად ასუფთავებს მავნე ნივთიერებებს, როგორებიცაა: PM2.5, ფორმალდეჰიდი და სხვ.

ავტომობილთა მოხმარების რაოდენობაზე დაყრდნობით, ფაქტია, რომ ყოველდღიური ცხოვრება მანქანა-დანადგარების გარეშე შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ჰაერის ხარისხის კონტროლი ავტომობილში ისეთივე ყურადღებას საჭიროების, როგორსაც სახლში. სარწმუნოა, რომ „JAC“-ისა და „C AHI“-ის ჩართულობით „ჯანსაღი მანქანების“ წარმოება სწრაფი ტემპით განაგრძობს განვითარებას, რაც შესანიშნავი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

CHAT