კონკურსი – საუკეთესო #JACოგრაფი!

ივლისი 22, 2020

სენა ავტოს და JAC Motors-ის  აქცია – კონკურსი  საუკეთესო #JACოგრაფი

? გსურს მოიგო ელექტრო სკუტერი?

გადაიღეთ ორიგინალური და სახალისო ფოტო ან ვიდეო JAC Motors -ის ავტომობილის მონაწილეობით, გადმოგვიგზავნეთ JAC Motors Georgia-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და გააზიარეთ ჰეშთეგით #JACოგრაფი.

გამარჯვებულები გამოვლინდება თქვენი ნამუშევრის მოწონებების რაოდენობით!

☝️ პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადავცემთ საჩუქრად ელექტრო სკუტერს და ჩაფხუტს. ხოლო, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გადავცემთ პრიზად 300 ლარს.

კონკურსი დასრულდება:                     19 აგვისტოს
გამარჯვებულები გამოვლინდება:    25 აგვისტომდე

 

 

წესები და პირობები

არ განიხილება ფოტო ან ვიდეო, რომელიც არ დააკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

–  აუცილებელი პირობაა, რომ თქვენი ფოტო/ვიდეო უნდა იყოს გამოგზავნილი JAC Motors Georgia-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
– უნდა  შევძლოთ როგორც დათვალიერება ,  ასევე  გადმოწერა.
– ფოტოს ან ვიდეოს ატვირთვისას უნდა ჰქონდეს ჰეშთეგი #JACოგრაფი
– თქვენ მიერ გამოგზავნილი მასალა გადაირჩევა და საუკეთესო ,  საკონკურსო ფოტო/ვიდეოები დაიდება JAC Motors Georgia -ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საიდანაც მოწონებებით გამოვლინდება 3 გამარჯვებული!
– გამარჯვებული კონკურსში მონაწილეობით,  თანხმობას იძლევა , მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებასა თუ კამპანიაში, რომელიც ჩვენს მიერ იქნება ორგანიზებული; თუ უარის , რამე ობიექტური მიზეზი არ გააჩნია .
– ფოტო/ვიდეოს ატვირთვა ჰეშთეგით #JACოგრაფი ავტომატურად გულისხმობს კონკურსში მონაწილეობას.
– კომპანია უფლებამოსილია არ განიხილოს ვიდეო, რომელიც კომპანიის შეფასებით არ შეესაბამება თემატიკას, ზემოთ მითითებულ წესებსა და პირობებს, ასევე ზოგად მორალურ და ეთიკურ პრინციპებს.
– კონკურსში მონაწილე ყველა ვიდეოზე საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს კონკურსანტს. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირის მიერ წამოყენებული იქნება რაიმე პრეტენზია ჩვენი კომპანიის მიმართ ვიდეოსთან, მის უფლებებთან (როგორც ქონებრივ ასევე არაქონებრივ, საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან) დაკავშირებით, მაშინ JAC Motors Georgia არ არის რაიმე ფორმით პასუხისმგებელი აღნიშნული მესამე პირების მიმართ;
– კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღებით გამოხატავს თანხმობას და გადასცემს JAC Motors Georgia -ს უფლებას, კონკურსანტის მიერ ატვირთული ვიდეო შემდგომშიც გამოიყენონ.
– პრიზის გატანას შეძლებს მხოლოდ სრულწლოვანი პირი.
– პრიზი გაიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ მესენჯერში ან დაგვიკავშირდით: 032 255 10 50

 

გისურვებთ წარმატებებს,

სენა ავტო ჯგუფი


CHAT