JAC Motors-ის მეშვიდე თაობის პიკაპი T8 აღჭურვილია საერთაშორისო off-road-ის ტექნოლოგიებით, რომელიც ავტომობილს მთიან, უსწორმასწორო ზედაპირზე მარტივად გადაადგილების საშუალებას აძლევს. საბურავების ელექტრონული მართვის სისტემის გამოყენებით მძღოლს შეუძლია თავად შეარჩიოს მართვის რეჟიმი საგზაო ზედაპირის გათვალისწინებით. T8 არის პიკაპი, რომელიც არაერთგვაროვან, მთიან ზედაპირზეც ისევე კარგად მოძრაობს, როგორც გზატკეცილზე. იგი აღჭურვილია მულტიფუნქციური საჭით, 8 ინჩიანი LCD დისპლეით, ჭკვიანი გასაღებითა და საბურავების წნევის კონტროლის სისტემით.

T8-ს გააჩნია უახლესი ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემები, როგორიცაა: „Bosch-“ის მიერ წარმოებული ელექტრონული სტაბილურობის კონტროლის სისტემა – 9.1 ESP, რომელიც მძღოლს ეხმარება ნებისმიერ დროს განსაზღვროს ავტომობილის მდგომარეობა, აკონტროლოს და დაიცვას ის მოცურებისგან, ასევე “LDW active yaw warning system” და 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულება, რომლითაც შესაძლებელია, გარემოს კონტროლი, რევერსული მოძრაობისა თუ დაბალი ხილვადობის დროს.

სპეციფიკაცია

გადმოწერა
CHAT