„კაიმაის“-ის ენერგო-ტექნოლოგიის (CAMS) დაფუძნება

„JAC Motors“, „Volkswagen“, „China FAW Group“, და „Star Charge“ ერთობლივ საწარმოს აფუძნებენ, რომელიც უახლესი გონიერი დამუხტვის ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას მოემსახურება.

11 ივლისს, ოთხმა გიგანტმა კომპანიამ: „JAC Motors“, „Volkswagen“, „China FAW Group“, და „Star Charge“,  ერთობლივად „კაიმაის“-ის ენერგო-ტექნოლოგია (CAMS) დააფუძნა, რომელიც ჩინეთის ტექნოლოგიურ ინდუსტრიას უახლესი „ინტელექტუალური ეპოქისკენ“ წაუძღვება.

„CAMS“-ის დანიშნულება მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის უნივერსალური პროდუქტის შეთავაზებაა, რომელიც სამიზნე აუდიტორიის გამოცდილებას გააღრმავებს.
პრივატული მომსახურების ველზე, „CAMS“ გონიერ დამმუხტავ კედელს ავითარებს, რომელიც ექსკლუზიურ მომხმარებელთა განსხვავებულ ინტერესებს დააკმაყოფილებს.

რაც შეეხება საჯარო მომსახურებას, „CAMS“ აქტიურად ნერგავს სწრაფ-დამტენ სადგურებს, რომლებიც 360 კვ-იანი დამმუხტავი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სადგურზე ავტომობილის 15 წუთით დამუხტვა 400 კმ-იანი მანძილის შეუფერხებლად დაფარვის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, „CAMS“ აქტიურად იკვლევს სხვადასხვა მოწინავე ტექ-ინოვაციებს, როგორებიცაა: უსადენო დატენვა და რობო-სამყარო.

ამჯერად, „JAC Motors“, „Volkswagen“, „FAW“, და „Star Charge“ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ელექტრომობილებს მოამარაგებენ ენერგიით, არამედ ურთიერთდაკავშირებულ დატენვის ინფრასტრუქტურულ ქსელსაც შექმნიან.

ოთხი ძლიერი კომპანიის გაერთიანებით მიღებული მასშტაბური რესურსების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური ინოვაცია გონიერი დამუხტვის ინდუსტრიასთან დაკავშირდება. ზემოაღნიშნული მოვლენა, გონიერი დამუხტვის ინფრასტრუქტურულ ეკოსისტემას კიდევ უფრო გაამყარებს.

ეს გაერთიანება მწარმოებელთათვისაც და მომხმარებლებისთვისაც სასარგებლო შედეგის მომტანია, რომელიც მიზნად ისახავს, გააგრძელოს ინდუსტრიის მდგრადი განვითარება და შექმნას სრულყოფილი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რომელიც ნებისმიერი ელექტრული მანქანის დატენვის პროცესს მარტივსა და მოსახერხებელს გახდის.

საავტომობილო ინდუსტრია დიდი ცვლილებების გზაგასაყარზეა. შესაბამისად, ის, ვინც პირველი გადაჭრის ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, მომავლის საავტომობილო ინდუსტრიის მართვის სადავეებსაც ჩაიგდებს ხელში. ხსენებული ეკოსისტემის შექმნა წარმატების მიღწევის რთული, თუმცა, ეფექტური გზაა.

გონიერი დატენვის ინფრასტრუქტურის განვითარება მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რაც უფრო იმატებს ელექტრო ავტომობილების რაოდენობა, მით უფრო რთულდება მომხმარებელთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და მათთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა. „CAMS“-ის დანიშნულება ჩინეთში მიმდინარე ელექტრიფიკაციის პროცესის სტიმულირება და ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთათვის საუკეთესო მომსახურების შეთავაზებაა.

CHAT