განახლებული მსუბუქი სატვირთოს JAC N Series -ის ტექნოლოგიები

დეკემბერი 5, 2019

22 აგვისტოს „JAC“-მა მედია კომუნიკაციის კონფერენცია გამართა. მძლავრი, მაღალი ხარისხის მქონე მსუბუქი სატვირთო მანქანები მედია კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა. კონფერენციის მსვლელობისას JAC-მა საკუთარი განახლებული მსუბუქი სატვირთო მანქანები წარადგინა და მათ ღირებულებებსა და გაუმჯობესების გეგმებზე ისაუბრა.

„Anhui Jianghuai Automobile Group“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ში კაირუნგი, ამბობს, რომ თუ „JAC“-ის მსუბუქი ავტომობილები გახდება უფრო დიდი და ძლიერი, ეს მომხმარებელთა ინტერესებს არ შელახავს, რადგან ეს მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებები იქნება, „JAC“-ის ღირებულება კი იგივე დარჩება.

მან თავის ხედვა შემდეგნაირად ახსნა:  “JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანები შექმნილია მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით და პასუხობს მათ მოთხოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ღირებულების შენარჩუნებაა, რაც შეეხება ტექნოგოლიებს, ისინი იხვეწება, ზოგჯერ ფასი იზრდება ან მცირდება, თუმცა, მომხმარებელი ყოველთვის გადაიხდის, თუ ღირებულებას არ დაკარგავ“.  

ივნისისა და ივლისის თვეებში „JAC“-ის მსუბუქი სატვირთოები წარმატებით გაიყიდა (13,214 ერთეული). ივლისის თვეში გაყიდვები 44.83%-ით გაიზარდა გასულ თვესთან შედარებით, ხოლო 11.3%-ით გასულ წელთან შედარებით.

„JAC“-ის უპირატესობა ის არის, რომ ბრენდი უკვე 50 წელია რაც არსებობს, ხოლო მის მიერ წარმოებული მსუბუქი სატვირთოების მომხმარებელთა რიცხვი 3 მილიონს უტოლდება. შესაბამისად, კომპანია კარგად იცნობს ამ ბაზარს და იცის, თუ როგორ შექმნას ღირებულება მოცემულ სექტორში. ამას გარდა, „JAC“ ფლობს R&D ტექნიკურ სისტემას. მძლავრი სატვირთო ავტომობილების მსუბუქი წონა მაღალი მოთხოვნისა და სხვა მწარმოებელთათვის მაღალი კონკურენტული გარემოს შექმნის წინაპირობაა.

დღეისთვის „JAC“-ის მსუბუქი სატვირთოს 115 მოდელი უკვე აღჭურვილია განახლებული მასალითა და ტექნოლოგიებით. მათ შორისაა: მაღალი სიმტკიცის ფოლადი, ალუმინის შენადნობი და სხვა არამეტალური ბუნების მასალები, რომლებიც მანქანის მთლიან წონას ეფექტურად ამცირებენ. მსუბუქი წონა ასევე სატვირთოს „სხეულის“ სტრუქტურის ოპტიმიზაციას გულისხმობს, რაც სატვირთოს რაციონალური დიზაინისა და ფუნქციების ეფექტურად შერწყმაში მდგომარეობს. უფრო მეტიც, „JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანების მასიურ წარმოებაში ლაზერული შედუღების, „ცხელი ჭედვისა“ და ჰიდროფორმირების ტექნიკებიც გამოიყენება.

„JAC“-ის მარკეტინგის გენერალური მენეჯერი, ჟანგ ხიანჰუა, ამბობს, რომ „JAC“-ის მიზანი არა მხოლოდ სატვირთოების მასის შემსუბუქება, არამედ უსაფრთხოების გაძლიერება და ფუნქციონირების ხარისხის გაუმჯობესებაცაა.

გარდა ამისა, მსუბუქი სატვირთო ავტომობილების მომხმარებელთა ძირითადი ღირებულებები  კომპოზიციურ ტენდენციას აჩვენებს, ისინი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ფუნქციურ გამართულობაზე, არამედ უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და ინფორმაციულობაზე. ეს „JAC“-ის მსუბუქი სატვირთო მანქანების ინტელექტუალური ქსელის ტექნოლოგიების დანერგვაშიც აისახა.

„JAC“ მსუბუქი სატვირთო მანქანები „Anhui Cummins“-ის ძრავებით აღიჭურვა (მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს „Anhui Cummins“ დაარსდა). „JAC light-truck“ პროდუქტი მალე ინდუსტრიის უმთავრეს ეპიცენტრად იქცევა.

მედია კონფერენციის დღეს მსუბუქი სატვირთოების რამდენიმე მოდელის ტესტირებაც მოხდა: Shuailing Q6, Junling V5, რომლებიც აღჭურვილია „Ankang Power“-ით და Jangling J5 და X5 მოდელები, რომლებიც აღჭურვილია „JAC Power“-ით. ტესტ დრაივმა აჩვენა, რომ “JAC” მომავალში გააფართოებს თავის საბაზრო წილს საშუალო და მაღალი დონის მსუბუქი სატვირთოების ბაზარზე და ასევე აშკარაა, რომ “Ankang Power” სხვა უპირატესობებთან ერთად დიდი საიმედოობითა და სტაბილურობით გამოირჩევა.

ემისიის VI ეტაპზე, ინდუსტრიას ცვლილებებთან შეჭიდება მოუწევს, ძრავები კი ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.

“Cummins”-ის დახმარებით “Ankang” არა მხოლოდ მაღალი ხარისხის მქონე რესურსებით უზრუნველყოფს “JAC”-ის მსუბუქ სატვირთოებს, არამედ მომხმარებლებს ახალ ღირებულებებსაც შესთავაზებს.

რაც მთავარია, “Cummins”-ის ახალი, ექსკლუზიური ტექნოლოგიებით “JAC”-ის მსუბუქი სატვირთოების ბრენდის განახლება გარანტირებული იქნება.

“Anhui Cummins”-ის გენერალურმა მმართველმა, ბაი იუანმა, “China Truck Network”-თან ინტერვიუში თქვა, რომ ის ფოკუსირებულია “JAC”-ის მსუბუქი სატვირთოების წარმატებაზე. ერთის მხრივ, ეს არის ავტომობილების განვითარების სრული გეგმა, შესაბამისად “JAC” მომარაგდება “Cummins”-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ხოლო, მეორე მხრივ, პროცესი “Cummins”-ის დიზაინისა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებასაც შეუწყობს ხელს.

ფაქტია, რომ “JAC” და “Cummins” ხანგრძლივ კოოპერაციაში არიან. ამ წელს მოსალოდნელია, რომ “JAC”-ის 50,000 მსუბუქი სატვირთო “Cummins”-ის მიერ წარმოებული ძრავით აღიჭურვოს. სამომავლო მიზანი კი ბაზრის 60%-იანი პენეტრაცია.

მსუბუქი სატვირთო მანქანების ბაზრის მაღალი კონკურენციის პირობებში, “JAC” ორიენტირებულია, ააშენოს ახალი ეკოლოგიური კონსტრუქცია, რომელიც მომხმარებლებს უკეთეს ღირებულებებს შესთავაზებს.


CHAT