“Better Drive, Better Life”
საერთაშორისო ბრენდი JAC Motors (Anhui Jinaghuai Automobiles Group Corp., Ltd.) დაარსებულია 1964 წელს, ხოლო 2001 წლიდან შანხაის სოფონდო ბირჟის წევრია.
50 წლიანი ისტორიით წარმოდგენილია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში და გააჩნია წელიწადში 1,000,000 ერთეულის წარმოების შესაძლებლობა.
კომპანია JAC Motors-ი წარმოადგენს კომპლექსურ საავტომობილო საწარმოს, რომელშიც ინტეგრირებულია R&D ცენტრი, სამგზავრო ავტომობილების, მძიმე სატვირთო სპეცტექნიკის და კომერციულ ავტომობილების სრული სამოდელო ხაზის წარმოება, დიზაინ სტუდია და საერთაშორისო მოწინავე სატესტო აღჭურვილობების ცენტრი, როგორებიცაა K&C (კინემატიკური და კომპლაინსის) გადაცემათა კოლოფის ტესტბორდი.
ამავდროულად JAC Motors-ი აწარმოებს სამგზავრო და კომერციული ელექტრო ავტომობილების სამოდელო ხაზს.
ბრენდის პოპულარობაზე გავლენა იქონია, ასევე, Volkswagen-თან პარტნიორობამ - 2018 წელს შეიქმნა Jac Motors-ის და Volkswagen ჯგუფის ერთობლივი საწარმო : 50% -50% წილობრივი მონაწილეობით. JAC Motors-ი ასევე, პატნიორობს მსოფლიოს ისეთ მძლავრ კომპანიებთან, როგორებიცაა Cummins Engine (ამერიკული ლიდერი კომპანია ძრავების წარმოებაში), Bosch და აქტიურად იყენებს მათ ტექნოლოგიებსა თუ ნაწილებს ავტომობილების წარმოებაში“.
ამ ეტაპზე Jac Motors - ი ფლობს 1500-მდე ინოვაციური გამოგონების პატენტს და წარმატებით ახორციელებს ავტო განვითარების ნაციონალურ პროექტებს.
“ჯაკ მოტორს”-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში “სენა ავტო ჯგუფი”.
მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ავტომობილებსა და მომსახურებას:
- სამგზავრო ავტომობილები: სედანი, ქროსოვერი, მინივენი, პიკაპი
- სამგაზავრო და სატვირთო ვანი / მიკროავტობუსი
- მსუბუქი სატვირთო ავტომობილები (1 დან – 10 ტონამდე)
- მძიმე სატვირთო სპეცტექნიკა (10 დან – 35 ტონამდე)
- ელექტრო და დიზელის დამტვირთველები (Forklifts)
- ქალაქის, ტურისტული და სკოლის ავტობუსები (17 დან – 50 ადგილამდე)
- სრულიად ელექტრო სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები
- საგარანტიო მომსახურება
- 4 წლიანი გარანტია
- ორიგინალი სათადარიგო ნაწილები
- ავტორიზირებული სერვის ცენტრი