დიზაინი Haute couture

ავტორიტეტული ავტოექსპერტების მიერ აღიარებულია, როგორც – „ყველაზე ლამაზი  ჯაკი“,  თავის ეფექტურ იმიჯს კი დიზაინერების  საერთაშორისო გუნდს უმადლის – ცნობილი იტალიელი დიზაინერის დანიელ გალიონეს ხელმძღვანელობით. მიზანსწრაფული გარედან, ვრცელი შიგნიდან და თავდაჯერებული გზებზე –  JAC J7 უზადო სტილის  და დახვეწილი მანევრების დემონსტრირებას ახდენს.

მოძრაობაში JAC J7 სასიამოვნოდ გვაოცებს. ტურბინიანი ძრავი  ავტომობილს დინამიურს და პროგნოზირებადს ხდის. ეს გასაკვირი სულაც არ არის, მის შექმნაში ხომ JAC Volkswagen ერთობლივი  კომპანიის ინჟინრები იღებდნენ მონაწილეობას. უფრო მეტიც JAC J7  – კლასში –  აეროდინამიკული წინაღობის ყველაზე დაბალი კოეფიციენტით  გამოირჩევა, რაც   ეკონომიურობის მაღალ მაჩვენებელს  უზრუნველყოფს.

ექსტერიერი

სტილის ევოლუცია

ორიგინალური დიზაინის წყალობით JAC J7 არასოდეს ჩაიკარგება მანქანების    ნაკადში.  მისი ლიფტბეკის პროპორციები სპორტულ კუპეს  მოგვაგონებს, თუმცა შიდა გაბარიტები საკმაოდ ვრცელია. ამას ემატება კონტრასტული  შეფერვა – ორ ფერში, რომელიც ვიზუალურად „ მფრინავი სახურავის“ ეფექტს იძლევა, შუქდიოდური ოპტიკა, უკანა განათება  და თქვენ ერთ-ერთ თრენდულ  ავტომობილს მიიღებთ.

ინტერიერი

JAC J7 -ის სალონი არამარტო კომფორტული და ერგონომიურია, არამედ საკმაოდ ვრცელიც. მეხუთე კარების დიდი ღიობის წყალობით, საბარგული ადვილი და მარტივია მისადგომად.  თანამედროვე ტექნოლოგიები,  ციფრულ გადაწყვეტილებად გვევლინება – ტრადიციული ღილაკების ადგილი სენსორულმა პანელებმა დაიკავეს.   დააკვშირეთ  თქვენი სმარტფონის ან პლანშეტის მულტიმედია მოწყობილობები და გაემართეთ მოგზაურობაში!

სპეციფიკაცია

გადმოწერა